განცხადება
24.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის თელავი-გურჯაანის მონაკვეთზე, სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო 26 ივლისს 06:00 საათიდან - 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: აკურას, ვანთას, ბუშეტს, ქვემო ხოდაშენს, წინანდალს, კონდოლს, კისისხევს და ნასამხრალს.