განცხადება

30.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საგურამო - ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის, მუხრანი - კასპის მონაკვეთზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე  გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქი კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: მიქელწყაროს, თელიანის, სადგ. კავთისხევის, ახალქალაქის, სასირეთის, თვალადის, ეზატის, გუდალეთის, ქვემო ხანდაკის, მეტეხის, ბარნაბიანთ კარის, წინარეხის, კავთისხევის, ქვემო ჩოჩეთის, შუა უბანის, გარიყულას, ზემო ჩოჩეთის, მირიანის, ციხისუბნის, ქვემო გომის, ნიაბის, იდლეთის, თელადგორის, გომიჯვარის, ლავრისხევის, თევზის, ოკამის, ფერმის, ჩანგილარის, ხვითის, ლამისყანას, თვაურის, ქვემო ჭალის, ვაკის, პანტიანის, სადგ. მეტეხის, საკორინთლოს, გორაკას, სამთავისის, იგოეთის, ახალშენას, ბოჟამის, თოგოიანისა და  მრგვალიჭალას მოსახლეობას.