განცხადება

30.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საგურამო - ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის, ზესტაფონის განშტოებაზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, 04:00 საათიდან  09:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქ. ზესტაფონისა და  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: ზედა საქარას, ცხრაწყაროს, ძლოურდანეთის, ქვედა საქარას, კვალითის, დილიკაურის, ბოსლევის, შოროპნის, ფუთის, თვრინის, ალავერდის, ქვედა საზანოს სასახლისა და კლდეეთის მოსახლეობას.