საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 2019 წლის 7 აგვისტოს 04:00 საათიდან 14:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქებს: ხარაგაულს და ზესტაფონს. სოფლებს: ბოსლევი, ახალსოფელი, თეთრი წყარო, ზედა საქარა, ცხრაწყარო, ძნოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, შორაპანი, ფუთი, თვრინი, ალავერდი, ქვედა საზანო, სასახლე და კლდეეთი.