განცხადება
19.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,ვლადიკავკაზ - თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ ნ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, ამა წლის 21 აგვისტოს, 05:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალს და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქუბრიანთ კარი, ბულაჩაური, აბანოსხები, ჭოპორტი, ახატანი, ლაშატრის ჯვარი, წითელისოფელი, ბოდორნა, არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, არანისი, მეზვრიანთკარი, თანიანთკარი, პირმისაანთკარი, ვარსიმაანთკარი, ბაზალეთი, ჩანადირები, მჭადიჯვარი, ციხისძირი, ანანური, ზოტიკაანთკარი, შალიკიანთკარი, სოფელი ვარდები, სოფელი სტანდარტები, აგრეთვე ასფალტის ქარხანას.