განცხადება
20.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ,,ვლადიკავკაზ - თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. რიგი მიზეზების გამო, აღნიშნული სამუშაოების შესრულება გადაიდო, ამიტომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, 05:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზი შეუფერხებლად მიეწოდებათ ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალს და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქუბრიანთ კარი, ბულაჩაური, აბანოსხები, ჭოპორტი, ახატანი, ლაშატრის ჯვარი, წითელისოფელი, ბოდორნა, არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, არანისი, მეზვრიანთკარი, თანიანთკარი, პირმისაანთკარი, ვარსიმაანთკარი, ბაზალეთი, ჩანადირები, მჭადიჯვარი, ციხისძირი, ანანური, ზოტიკაანთკარი, შალიკიანთკარი, სოფელი ვარდები, სოფელი სტანდარტები, აგრეთვე ასფალტის ქარხანას.