განცხადება
01.09.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,საგურამო-ქუთაისის“ DN 500მმ მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი 1-ის განშტოებაზე, ახალი გგს-ის შეჭრასთან დაკავშირებით, 2019 წლის 3 სექტემბერს 01:00 საათიდან 06:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება წყალტუბოს გგს-ის მომხმარებლებს: ფარცხანაყანევი, ქვიტირი, თერნალი, ქვილიშორი, გურნა, გვიშტიბი, ჩუნეში, ბანოჯა, გუბის (ნაწილს), პირველ წყალტუბოსა და მეორე უბანს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.