განცხადება

21.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო - ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის მუხრანი - კასპის მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, ამა წლის 23 ოქტომბერს 05:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ კასპს, მცხეთის, დუშეთისა და კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: სადგ. მეტეხი, მიქელწყარო, სადგ. კავთისხევი, ახალქალაქი, თვალადი, ეზატი, გუდალეთი, ქვემო ხანდაკი, მეტეხი, წინარეხი, კავთისხევი, ქვემო ჩოჩეთი, შუა უბანი, გარიყულა, ზემო ჩოჩეთი, მირიანი, ციხისუბანი, გომი, ნიაბი, იდლეთი, თელადგორი, გომიჯვარი, ლავრისხევი, ოკამი, ფერმა, ჩანგილარი, ხვითი, ლამისყანა, თვაურები, თეზი,  მუხრანი, ვაზიანი, ძალისი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა, საქადაგიანო, ხიდისყური, აღაიანი, ციხისძირი, ქსანი, ძეგვი, სასხორი, ახალი ნიჩბისი, ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, არმაზის,  ბაქაქური, ვარდისუბანი, ირტოზა, ოძისი, ქსოვრისი, ჭაშა.