განცხადება

21.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საგურამო ქუთაისის DN 700მმ მაგისტრალური გაზსადენის, შაშვების განშტოებაზე, ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 22 ოქტომბერს, 12 საათიდან- -14 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდებათ, გორის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: ნადარბაზევის, ნაწრეტის, წითელუბანის, შავშვებისა და ხურვალეთის მოსახლეობას.