განცხადება

29.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ყაზახ-საგურამოს DN 1000მმ მაგისტრალური გაზსადენის ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 31 ოქტომბერს, 12:00 დან-16:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ ვახტანგისს.
 საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.