განცხადება

12.11.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სართიჭალის გაზგამანაწილებელ სადგურზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, ამა წლის 14 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:00  საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: სართიჭალა, მუღანლო, ვაზიანი, მუხროვანი.
  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.