განცხადება

15.01.2019


შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე გამოვლენილი ბუნებრივი გაზის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.  აღნიშნულიდან გამომდინარე  16 იანვარს, 8:00 საათიდან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურს და მასზე დაერთებულ დასახლებებს: ქ. დუშეთს, ლაშარის ჯვარს, წითელსოფელს, ჭოპორტს, ახატანს, აბანოსხევს, ბულაჩაურს, ქუბრიაანთკარს, ბოდორნას, ვარშინაათკარს, პირმისიანთკარს, ბაზალეთს, ჩანადირებს, არაგვისპირს, ბიჩნიგაურებს, ჟინვალს, ქვემო არანისსა და მჭადიჯვარს.
ბუნებრივი გაზის აბონენტებისათვის მიწოდებას 14:00 საათის შემდეგ უზრუნველყოფს გამანაწილებელი კომპანია.