განცხადება
20.01.2020
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტობაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება აუცილებელია სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 21 იანვარს 10:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება 14036 აბონენტს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო ძლოურდანეთი, ქვედა საქარას ნაწილი, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, თვრინი, ალავერდი, კლდეთი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგენილიქნება სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.