განცხადება
10.06.2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 12 ივნისს მაშავერას გაზგამანაწილებელი სადგურის პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 12 ივნისის 11:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მაშავერას, დიდ დმანისს, პატარა დმანისსა და ვარდისუბანს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.