განცხადება
22.06.2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ "საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალური გაზსადენის, 172.0 და 175.2 მონაკვეთების სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ივნისს, 07:00 - საათიდან 17:00 - საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ზოვრეთის გგს-ის მომხმარებლებს. კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზოვრეთს, პირველ და მეორე სვირს, ქვედა საზანოს, როდინაულს, სვეტმაღალასა და ცხენთაროს.
წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტოსამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.