განცხადება

01.07.2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 3 ივლისს „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 199.9 კილომეტრზე არსებული მონაკვეთის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს 04:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეეზღუდება ქალაქ ქუთაისის ნაწილსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ოდილაურს, კვახჭირს, ჭოგნარს, გოდოგანს, ნაგარევს, ბროლისქედსა და ჭალასთავს. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების საჭიროებიდან გამომდინარე ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეეზღუდება ქალაქ ბაღდადსა და ვარციხის დასახლებას, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვარციხეს, დიდველას, როკითს, საიმედოს, დიმს, ზედა დიმს, ეწერს, ობჩას, პირველ და მეორე ობჩას, პირველ და მეორეფერსათს, წითელხევს, შუბანს, ნერგეეთს, დაფენილს, წყალთაშუას, წაბლარასხევსა და როხს.
მიმდინარე წლის 3 ივლისს 04:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება ვანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც: სალომინაოში, ზედა და ქვედა გორაში, ზედა და ქვედა ბზვანში, ინაშაურში, ამაღლებაში, ზეინდარში, ფერეთასა და ბაძგში. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეიზღუდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კოპიტნარსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთშიც.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.