განცხადება

06.07.2020
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 7 ივლისის 8:00დან 8 ივლისის 18 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ გარდაბანსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლელაშხა, კაპანახჩი, კოტეჯები, ბოტანიკა და თბილწყარო, ასევე ულიანოვკის დასახლებას.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.