განცხადება
06.07.2020
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის, ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 ივლისის 3:00 დან 6:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ ზესტაფონს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა,დილიკაური,ბოსლევის ნაწილი,თვრინი,ფუთი,ალავერდი, კვალითი, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, კლდეეთი, ქვედა საქარის ნაწილი, დაბა შოროპანი, მარტოთუბანი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.