განცხადება
29.07.2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ "წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის" მაგისტრალური გაზსადენის, 104,0 მონაკვეთების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 31 ივლისს 05:00-საათიდან 15:00 - საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ყარაბულახი, დაგარახლოსა და გომარეთს.
წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტოსამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.