განცხადება

05.08.2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 7 აგვისტოს „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის წლის 7 აგვისტოს 04:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ სოფლებში:
მცხეთის მუნიციპალიტეტი: მუხრანი, ძალისი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა, ქსანი, ციხისძირი, ძეგვი, სასხორი, ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ნიჩბისი, არმაზის დასახლება, ვაზიანი, ერედა, სელექცია, წილკანი, ახალუბანი, ფრეზეთი, ქსოვრისი, ვარდისუბანი.
კასპის მუნიციპალიტეტი: აღაიანი, საქადაგიანო, ხიდისყური.
დუშეთის მუნიციპალიტეტი: ბაქაქური, ილტოზა, ოძისი, ჭაშა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეიზღუდება წილკნის, ფრეზეთისა და წეროვნის დევნილთა დასახლებებშიც.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.