განცხადება

09.09.2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 10 სექტემბერს “ვაყას” გაზგამზომი კვანძის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს
08:00 დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ  ხაშურს და მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვიშხეთი,ცხრამუხა, ხცისი, ბეკემი, დიდი ბეკემი, სურამი, ტაშისკარი, აგარები, გომი, ალი, ახალსოფელი, ახალუბანი, ბრილი, ხიდისყური,დიდი სატივე, დიდი ფლევი, დუმაცხოვი, ვაყა, ზემო აძრისი, კლდის წყარო, ნაბახტევი, ნაცარგორა, ოსიაური, პატარა ახალსოფელი, პატარა სატივე, პატარა ფლევი, სატივე, ფლევი, ქვემო აძრისი, ქინძათი, ცხეთი ჯვარი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.