განცხადება

27.09.2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 29 სექტემბერს განახორციელებს “საგურამო- ქუთაისის” DN 700 მმ - იან გაზსადენის 80,0 კმ-ზე ცხინვალის განშტოების DN 300 მმ-იანი ონკანის შეცვლას და გამქრევი DN 100 მმ -იანი სანთლის მონტაჟს.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს,
07:00 დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ ქარელს და შემდეგ სოფლებს: ახალსოფელი,ბებნისი,ბეთლემი,ბრეთის მეურნეობა,ვედრება,ზემო ხვედურეთი,თათანაანთუბანი,კეხიჯვარი,მოხისი,სამწერისი,სანებელი, უსასირეთი,სკრა,ქვემო ხვედურეთი,ქვენაფლავი,ქობესაანთუბანი,ღვლევი, ჭანდრები, ხეობა,დირბი,ძლევიჯვარი,რუისი,ურბნისი,არადეთი,ბრეთი,საღოლაშენი,წვერი,დვანი, ტახტისძირი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.