განცხადება

19.10.2020
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ საგურამო–ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე ახლად აშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის 05:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს:  ზემო და ქვემო რენე, გამდლისწყარო, ჩოლაბაური, სარიბარი, ყარაფილა, ზადიანთკარი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე დროებით შეწყდება გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც: ახალშენი, ბერშუეთი, დოესი, ზემო და ქვემო ახალსოფელი, ზემო და ქვემო სობისი, ზერტი, ზეღდულეთი,  ნადარბაზევი, ნაწრეტი, კირბალი, უფლისციხე, ქვახვრელი, შავშვები, წითელუბანი, ხიდისთავი, ხურვალეთი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება. 
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.