განცხადება
04.04.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2019 წლის 5 აპრილს, 11:00 საათიდან - 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: გუმბრას,ბანოჯას,მაღლაკის,ფარცხანაყანების,ჩუნეშისა და ხომულის აბონენტებს.
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.