განცხადება
03.11.2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” , ახლად აშენებული “ქსანი-ლეხურას”მაგისტრალურ გაზსადენზე გაზგამანაწიელებელი სადგურების დაერთების სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 5 ნოემბერს 07:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ შემდეგ სოფლებს: მუხრანი, ძალისი, პატ.ქანდა, ძვ.ქნდა, ქსანი, ციხისძირი, ხიდისყური, აღაიანი, ძეგვი, სასხორი, ახალი ნიჩბისი, არმაზის დასახლება, ვაზიანი, ერედა, ზემო ნიჩბისი, ნიჩბისი, საქადაგიანო, ბაქაქური, ვარდისუბანი, ილტოზა, ოძისი, ქსოვრისი, ჭაშა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.