განცხადება
03.11.2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, “ქვეშეთის” გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს 11:00 დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ნაღვარევი, ნადიბანი,ქვეშეთი, არახვევი,ქვემო მლეთა, ზემო მლეთა, ბედონი,როსტიანი,იუხო,ბენიანბეგონი, წკერე.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.