განცხადება
09.11.2020
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის, 98.2 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. არსებულიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, 08:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ანაკლია, განმუხური, ორსანტია, კახათი, კოკი, დიდინეძის კახათი, ოქტომბერი,დავითიანი,დარჩელი, ახალი კახათი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.