განცხადება
10.11.2020
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სენაკის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. არსებულიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, 08:00 საათიდან 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეეზღუდებათ სენაკის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალსოფელი,ნოსირი,შუანოსირი,საკილასონიო,საბესელიო,გეჯეთი,ნოქალაქევი, კოტიანეთი,ძველი სენაკი, ზემო სორტა, ქვემო სორტა, თეკლათი, საგვარამიო, ქალაქი სენაკი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.