განცხადება

22.01.2021
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN-700მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენის 81.3-96,67 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული გაზსადენის მომქმედ მაგისტრალში შეჭრით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 23 იანვარს, 08:00 საათიდა 20:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, გუდაური 3 ისა და შპს „სახელმწოფო კოპანიის“ მომხმარებლებს, ასევე სოფელ კობსა და გუდაურს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.