განცხადება

26.01.2021
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ზესტაფონის განშტოებაზე  DN-200მმ-იან ონკანის შეცვლასთან დაკავშირებით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 28 იანვარს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქალაქ ზესტაფონს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო ძლოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, ბოსლევი, შოროპანი, ფუთი, ტაბაკინი, თვრინი, ალავერდი, კლდეეთი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.