განცხადება

11.06.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წლის 13 ივნისს პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს ციხისძირის გაზგამანაწილებელ სადგურში. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 ივნისს, 11:00 საათიდან - 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: ციხისძირის, ანანურის, ზოტიკიანთკარისა და შალიკიანთკარის აბონენტებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.