განცხადება

12.06.2019
14 ივნისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, განახორციელებს ქინძმარაულის ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მმ გაზსადენის გადალაგების სამუშაოებს.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 14 ივნისს  07:00 საათიდან -12:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ქ. ყვარელისა და ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: მთისძირის, თხილისწყაროს, სარუსოს, საცხენეს, ახალსოფელის, მთივის, მთისუბნის, ჭიკაანის, გავაზის, კუჭატანის, სანავარდოს, ჩათლისყურის, ზინობიაანის, წიწკინაანთხევის, შილდას, ენისელის, საბოეს, გრემის, ალმატის, გრძელიჭალასა და შაქრიანის აბონენტებს.  
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.