განცხადება

12.06.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წლის 14 ივნისს პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ კობის გაზგამანაწილებელ სადგურში. აღნიშნული სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 14 ივნისს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ კობის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.