გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
19.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზგამანაწილებელ სადგურ "გარდაბანში", სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში შეიცვლება 300 მმ დიამეტრის მქონე 12 ერთეული ონკანი. ამასთან, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება გაზგამანაწილებელი სადგურის ძირითად დანადგარებზე.
"გარდაბანი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაზგამანაწილებელი სადგურია, მისი საშუალებით ხორციელდება ენერგოგენერაციისა და ქალაქ გარდაბნის ბუნებრივი გაზით მომარაგება.
ახალი ონკანების ექსპლუატაციაში შესვლა უზრუნველყოფს ქსელის საიმედოობასა და მნიშვნელოვანი ობიექტების სტაბილურ გაზმომარაგებას.