გარდაბნის გგს-ის რეაბილიტაცია დასრულებულია

13.07.2020
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ექვსი ერთეული DN 300 მმ ამორტიზებული ონკანის დემონტაჟი, რომელთა ნაცვლად  დაიდგა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ონკანები. ასევე ახლით შეიცვალა ამორტიზებული მაღალი წნევის რეგულატორი. გარდა ამისა, პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა სადგურის ძირითად მოწყობილობებზე - მაღალი წნევის ფილტრებსა და რეგულატორებზე, ასევე სხვადასხვა დიამეტრის ონკანებზე.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.