გაზიფიცირების სამუშაოები წალკაში

16.11.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 93 918 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს  4 385 667 ლარს.

გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირდება 22 დასახლებული პუნქტი, რომელიც 5 963 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.