გაზიფიცირების პროექტები იმერეთის რეგიონში

14.11.2018

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორასა და ზედა ბზვანში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება სპეციალური ჩირაღდნის ანთებით აღნიშნეს. პროექტის ფარგლებში აიგო 31,692 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 300- ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. დღეს, მორკინალი ბაღდავაძისა და ჯუმბერ მჟავანაძის ოჯახებში ბუნებრივი გაზის გაზქურები პირველად აინთო. იმერეთის რეგიონში 2013 წლიდან-დღემდე გაზიფიცირებულია 11 მუნიციპალიტეტის, 287 სოფლის, 204,229 აბონენტი.  
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.