გაზიფიცირების სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
22.01.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს. ბუქსიეთის, ბჟოლიეთის წიფნაგვარასა და ხევის 338 კომლი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში კომპანია, 26,897 გრძივი მეტრის სიგრძის მქონე გაზსადენს ააშენებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.