გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის შესრულება და მასშტაბური სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში უწყვეტად მიმდინარეობს

27.10.2020
2013 წლიდან დღემდე - დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა. დღეისათვის  312 000  ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით.
2019-2021 წლების გეგმით ჯამურად  გათვალისწინებულია 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება. სამუშაოების სრული ღირებულება 240 მლნ. ლარს შეადგენს.
2013–2021 წლებში გაზიფიცირებაზე ჯამურად 659 მლნ. ლარამდე დაიხარჯება. 
მთავრობის სამწლიანი გეგმის დასრულების შემდეგ, 2021 წლისთვის სისტემაში ჩართული იქნება 1,377,593 აბონენტი და საქართველოში მოსახლეობის გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს.
წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიციკაცია. 2013 წლიდან დღემდე გაზგამანაწილებელ ქსელში 74 დასახლება და 16,579 აბონენტი ჩაერთო.
მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში გაზიფიცირების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი მასშტაბისა და რელიეფის მქონე ევროპის ქვეყნებს შორის.