გაზიფიცირების სამუშაოები აჭარაში
14.12.2020
აჭარის რეგიონში მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების სამწლიანი 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირებისათვის საჭირო მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტი 12 დასახლებულ პუნქში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 280 204 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2867 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
აჭარის რეგიონში ამჟამად, სამუშაოები დასრულებულია 26 დასახლებულ პუნქტში. აშენდა 357 572 გრძივი მეტრი გაზსადენი და 5 092 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი
გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში აჭარის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 38 სოფელი, რაც მოიცავს 7 959 აბონენტს.