გაზიფიცირების სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუაში

15.11.2019

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუაში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აიგო 2 103 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 45 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.  

პროექტი გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. მშენებლობა  ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 89 691 ლარი შეადგინა.

მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.