გაზიფიცირების სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
18.12.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. ჩხოროწყუში არასოდეს ყოფილა ბუნებრივი გაზი, ამიტომ განსაკუთრებით დიდი სამუშაოები ჩატარდა. აშენდა 24 341 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 68 344 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1609 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმით გათვალისწინებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 19 სოფლის გაზიფიცირება.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე, სამწლიანი გეგმის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 88 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს და 34 101 აბონენტს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.