გაზიფიცირების სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

01.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, გურიის რეგიონს ესტუმრა. მან, სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 28 003 გრძივი მეტრი გაზსადენი. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 302 აბონენტს მიეცემა. პროექტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 602 381 ლარს შეადგენს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.