გაზიფიცირების სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტში

13.11.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის ლაზვიანის, ბაგას, საშაბუროს, ნაგლიაანთკარის, ყარსიმაანთკარის, ბუჩანაანთკარის, მუგუდასა და ხამუშას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში 29 194 გრძივი მეტრის გაზსადენი აიგო, რომლის საშუალებითაც  325 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. მშენებლობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 759 462 ლარი შეადგინა.

გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წელს მომზადდა დუშეთის მუნიციპალიტეტის 9 სოფლის: ზემო არანისის, დაბა ფასანაურის, ყვავილის, ჩირიკის, ჩოხელნის, წინკობანის, ამირანის, საკრამულოსა და მლაშეს, გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტები, ხოლო სოფლების - ყოფილი ჟინვალისა და ჩინთის პროექტირება ამჟამად მიმდინარეობს. 2020 წელს შესრულდება ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო  სამშენებლო სამუშაოები.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.