გაზიფიცირების სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში

17.10.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  8 651 გრძივი მეტრი გაზსადენი აიგო და არაშენდაში მცხოვრები 200 ოჯახის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სამუშაოები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაზიფიცირების ღირებულებამ 176 085 ლარი შეადგინა.

პროექტი, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.