გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
21.05.2020
მიმდინარე წლის 20 მაისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი, მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე გორის, კასპის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 6 სოფელში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
რიეთში, კოშკებში, კალოუბანში, წრომში, ახალშენსა და კორტანეთში, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის თანახმად, აშენდება 35 000 გრძივი მეტრი გაზსადენი და სამუშაოების დასრულების შედეგად 430 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმით, 384 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და
88 363 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.