გაზიფიცირების სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტში
25.09.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ , მცხეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის ფრეზეთის, უფურეთისა და ახალდაბას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში 8695 გრძივი მეტრის გაზსადენი აშენდა, რომლიც აღნიშნული სოფლების 126 ოჯახს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ბუნებრივი გაზით. სამუშაოები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაზიფიცირების ღირებულებამ 229 895 ლარი შეადგინა.
პროექტი, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.