გაზიფიცირების სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში
16.07.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელბში: საკილასონიოში,საოდიშარიოში, საბესელიოში და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა ზანათში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებშ აშენდა 35 375 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 618 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 811 680 ლარი შეადგინა.
2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. აღნიშნულისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯება.