გაზიფიცირების სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში
02.10.2019
გაზიფიცირების სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე სხვადასხვა რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს ეცნობა - ამჯერად, მან სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სამი სოფლის ტყირის, შხეფისა და კოტიანეთის მიმდინარე პროცესები მოინახულა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც არის დასაქმებული.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში ჯამში 29 163 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება, რომელიც 580 აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 657 826 ლარს შეადგენს.