გაზიფიცირების სამუშაოები შიდა ქართლში
18.12.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.
2020 წელს საპროექტო სამუშაოები განხორციელდა და მშენებლობა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 4 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 72 408 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1441 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
ამჟამად, დასრულებულია 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 34 166 გრძივი მეტრი გაზსადენი და 606 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
2013 წლიდან - დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 4 მუნიციპალიტეტის 138 სოფელში. სამუშაოების შედეგად აშენდა 1 206 445 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 29 976 აბონენტი.